MotoCourier - ეს ჩემი ქალაქია
„მოტოკურიერი" წარმოადგენს საოფისე დოკუმენტების, წერილების, კორესპონდენციების, ამანათების, მცირე და საშუალო ტვირთების და სხვა სახის გზავნილების ყველაზე სწრაფ და მინიმალური დანახარჯებით გადატანის საუკეთესო საშუალებას. აღნიშნული მომსახურება ჯგუფის მიერ ხორციელდება თბილისის და საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ რაიონში, სწრაფად, ხარისხიანად, ეფექტურად და უსაფრთხოდ.
ჩვენთან ურთიერთობა მარტივია:
მსხვილი საკურიერო ფირმებისგან განსხვავებით, ავტომოპასუხის მაგივრად, თქვენ პირდაპირ უკავშირდებით გამოცდილ და კვალიფიციურ ოპერატორს, რომელიც მიიღებს შეკვეთას, შეგითანხმებთ ყველა საჭირო დეტალს, გააანალიზებს მიღებულ ინფორმაციას და დაგეგმავს თქვენი გზავნილის ჩაბარების ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს.
ჩვენი მიზანი არაა ვიყოთ საქართველოში ყველაზე მსხვილი საკურიერო სამსახური. ჩვენი მიზანია ვიყოთ - საუკეთესო.
ჩვენ არასოდეს ვიღებთ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას - ვიდრე შეგვიძლია გავუმკლავდეთ. პატიოსნება და საქმისადმი ერთგული მიდგომა, ჩვენი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია.
ჩვენთან თანამშრომლობით, თქვენ ყოველთვის დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი გზავნილი საიმედო ხელშია.