რატომ უნდა ვისარგებლოთ კურიერული მომსახურებით
1. სისწრაფე
თუ თქვენთვის აუცილებელია გზავნილის დროული ჩაბარება, ესეიგი გესაჭიროებათ სწრაფი კურიერული მომსახურება. ზოგჯერ გჭირდებათ მნიშვნელოვან დოკუმენტს იმავე დღეს მოეწეროს ხელი და უკანვე დაგიბრუნდეთ. თუ დოკუმენტს დროულად ვერ მიიღებთ, ამან შეიძლება თვენი პროექტის შეფერხება, ან უარესი - კონტრაქტის დაკარგვაც კი გამოიწვიოს. თუ თქვენთვის დრო მთავარი ფაქტორია, რეგიონალური კურიერი იდეალურად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.
2. სანდოობა
კომპანია, რომელსაც გზავნილს ჩააბარებთ, სანდო უნდა იყოს. რასაკვირველია, თქვენს ინტერესებში არ შედის გზავნილის დაკარგვა ან დაზიანება. თქვენი ბიზნესისთვის უმჯობესია გზავნილი დროულად და უვნებლად ჩაბარდეს მიმღებს.
3. გარანტია
შეგიძლიათ იმის გარანტირება, რომ გზავნილი დროულად ჩაბარდება ადრესატს? კურიერული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ გაქვთ იმის მყარი გარანტია, რომ თქვენი გზავნილი დანიშნულების ადგილზე დროულად და უსაფრთხოდ მივა.
4. დაზღვევა
აუცილებელია თუ არა გზავნილის დაზღვევა? რა მოხდება, თუ ტრანზიტული გადაზიდვისას იგი დაზიანდება? სანამ გზავნილს ჩააბარებდეთ, დეტალურად შეისწავლეთ კურიერული აგენტის პროცედურები. ხართ თუ არა დაცული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაგან?
5. შემცირებული ხარჯები
რეგიონალური კურიერული მომსახურებით სარგებლობა გაცილებით უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე თვითმომსახურება. უფრო მეტიც, გარდა თანხისა, დროსაც დაზოგავთ. თუ თქვენთვის დრო ფულზე ძვირფასია, დაფიქრდით, გზავნილის საკუთარი ძალით ჩაბარება მეტისმეტად ძვირი ხომ არ დაგიჯდებათ?
6. იმიჯი
გზავნილი, რომელიც დროულად, უვნებლად და პროფესიონალურ დონეზე ბარდება ადრესატს, დადებითად მოქმედებს თვენს იმიჯზეც. პარტნიორებსა და მომხმარებლებზე სათანადო შთაბეჭდილების მოხდენა იმის გარანტიაა, რომ ისინი თქვენთან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებენ.
7. სიმშვიდე
დაბოლოს, რეგიონალური კურიერული მომსახურებით სარგებლობა გაძლევთ საშუალებას თავი გულდამშვიდებულად იგრძნოთ და თქვენი ყურადღება უფრო მნიშვნელოვან თემებზე გადაიტანოთ. ასეთ შემთხვევაში აღარ ნერვიულობთ გზავნილებისა და დოკუმენტების დროულ ჩაბარებაზე. თქვენი საქმიანობა მშვიდ და დადგენილ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მისი წარმატების საუკეთესო გარანტიაა.